ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლატვიის პრეზიდენტი, ედგარს რინკევიჩი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

ლატვიის პრეზიდენტი, ედგარს რინკევიჩი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

ლატვიის პრეზიდენტი, ედგარს რინკევიჩი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და სოლიდარობას უცხადებს.
„ვულოცავ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. თავისუფლება და დემოკრატია ფასდაუდებელია და მათი დაცვა ყოველთვის აუცილებელია. ამ მნიშვნელოვან დღეს სრულ სოლიდარობას ვუცხადებ თავისუფლებისმოყვარე ყველა ქართველს“, - წერს ლატვიის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისს გამოცხადდა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.