ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლატვია: რუსული ხე-ტყის სავარაუდო იმპორტისთვის, კომპანია 10 000 ევროთი დაჯარიმდა

ლატვია: რუსული ხე-ტყის სავარაუდო იმპორტისთვის, კომპანია 10 000 ევროთი დაჯარიმდა
ლატვიის სახელმწიფო სატყეო სამსახურმა (VMD) მაისში 10 000 ევროს ოდენობის ჯარიმა დააკისრა კომპანიას, რომელიც თურქეთიდან არყის ხის ფიცრის იმპორტს გეგმავდა. VMD-ს განცხადებით, ეს მასალა, სავარაუდოდ, რუსეთში იყო წარმოებული.
კომპანია იმის გამო დაჯარიმდა, რომ არ შეასრულა ევროკავშირის მიერ დაწესებული რეგულაციის მოთხოვნები ხე-ტყის სათანადო შემოწმების შესახებ, რამაც რუსული პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე შესვლის რისკი შექმნა.
დაჯარიმებული კომპანიის სახელი არ გასაჯაროვებული.
ლატვიის სახელმწიფო სატყეო სამსახური შეახსენებს საწარმოებს, რომ ხე-ტყის ან მისი მასალისგან დამზადებული პროდუქციის რუსეთიდან ან ბელარუსიდან იმპორტი კვლავ აკრძალულია, რადგან ევროკავშირის სანქციების ქვეშ რჩება და შესაბამისად, უკანონოდ მოპოვებულად მიიჩნევა.
VMD-ის განმარტებით, თუ კომპანიები აპირებენ ისეთი პროდუქტების იმპორტს, როგორიცაა არყის ხის ფიცარი, უნდა გამოირიცხოს ნებისმიერი შესაძლებლობა, რომ ის რუსეთში ან ბელარუსშია წარმოებული. ანალოგიურად, თუ ავეჯი იმპორტირებულია, მაგალითად, ჩინეთიდან ან ნებისმიერი სხვა მესამე ქვეყნიდან, რომლის მწარმოებლებსაც უფლება აქვთ, რუსული ან ბელარუსული ხე-ტყე გამოიყენონ, ამ შემთხვევაშიც აუცილებელია, გამოირიცხოს შესაძლებლობა, რომ ასეთი ავეჯი რუსეთში ან ბელარუსში წარმოებული ნედლეულისგან შედგება.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.