არქივი16 მაისი, 2024, 08:41
ლარი მყარდება - Bloomberg-ზე 1 აშშ დოლარი 2.7700 ლარად ივაჭრება
ლარი მკვეთრი გაუფასურების შემდეგ, მყარდება. თბილისის დროით 12:30 საათზე Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 1 აშშ დოლარი 2.7700 ლარად ივაჭრება. პლატფორმაზე ვაჭრობა 2.8200 კურსით დაიწყო.
ეროვნული ბანკის მიერ 15 მაისის დადგენილი კურსით, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7323 ლარი გახდა, რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9577 ლარია. შესაბამისად, ლარი დოლართან 4.6 თეთრით, ევროსთან კი 5.7 თეთრით გაუფასურდა.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.