ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლარი მკვეთრად გაუფასურდა

ლარი მკვეთრად გაუფასურდა

ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსით, რომელიც უკვე ხვალ, 30 ნოემბერს იმოქმედებს, ლარი აშშ დოლართან მიმართებით თითქმის 4 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან მიმართებით, 4 თეთრზე მეტით.
ვალუტის განახლებული კურსი ეროვნული ბანკის ვებგვერდზეა მისაწვდომი.
უფრო ზუსტად:
· ლარი დოლართან მიმართებით 3.76 თეთრით გაუფასურდა და ერთი დოლარის ოფიციალური კურსი გახდა 2.7794 ლარი.
· ლარი ევროსთან მიმართებით 4.41 თეთრით გაუფასურდა და ერთი ევროს ოფიციალური კურსი გახდა 2.9348 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ლარი ყველა ვალუტასთან მიმართებით გაუფასურდა გარდა ტაჯიკური სომონისა.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.