არქივი24 ივლისი, 2024, 17:41
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა - 24 ივლისის ვაჭრობის შედეგები
ლარი დოლართან 0.9 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან - 1.33 თეთრით. 24 ივლისის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7152 ლარია, ერთი ევროსი - 2.9446 ლარი.
კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.77 ლარი ღირს, 1 ევრო - 3.02 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.73 ლარია, ევროსი - 2.97 ლარი.
რუსული კანონის მიღების შემდეგ ეროვნულმა ბანკმა ლარის სტაბილურობისთვის რეზერვებიდან 168 700 000 აშშ დოლარი გაყიდა.
არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.