არქივი10 ივლისი, 2024, 17:26
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა - 10 ივლისის ვაჭრობის შედეგები
ლარი დოლართან 0.23 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან - 0.35 თეთრით. 10 ივლისის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7488 ლარია, ერთი ევროსი - 2.9748 ლარი.
კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.79 ლარი ღირს, 1 ევრო - 3.03 თეთრი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.75 ლარია, ევროსი - 2.98 ლარი.
რუსული კანონის მიღების შემდეგ ეროვნულმა ბანკმა ლარის სტაბილურობისთვის რეზერვებიდან 168 700 000 აშშ დოლარი გაყიდა.
არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.