ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა - 26 ივნისის ვაჭრობის შედეგები
ლარი დოლართან 1.36 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან - 2.59 თეთრით. 26 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.8221 ლარია, ერთი ევროსი - 3.0151 ლარი.
· თურნავა ლარის გაუფასურებას "არაფრიდან წარმოქმნილ აჟიოტაჟს" უწოდებს
კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.89 ლარი ღირს, 1 ევრო - 3.09 თეთრი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.85 ლარია, ევროსი - 3.04 ლარი.
რუსული კანონის მიღების შემდეგ ეროვნულმა ბანკმა ლარის სტაბილურობისთვის რეზერვებიდან 168 700 000 აშშ დოლარი გაყიდა.
· საქართველოს საფინანსო სისტემა ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მყარია - ეროვნული ბანკი
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.