ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა - 17 ივნისის ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან 0.01 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან - 0.41 თეთრით. 17 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.8689 ლარია, ერთი ევროსი - 3.0723 ლარი.
კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.92 ლარი ღირს, 1 ევრო - 3.14 თეთრი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.88 ლარია, ევროსი - 3.09ძ ლარი.
რუსული კანონის მიღების შემდეგ ეროვნულმა ბანკმა ლარის სტაბილურობისთვის რეზერვებიდან 168 700 000 აშშ დოლარი გაყიდა, მათ შორის, 60 მილიონი დოლარი 11 ივნისს.
რუსული კანონის მიღების შემდეგ ანუ ერთ თვეში ლარი მკვეთრად გაუფასურდა - დოლართან 18.23 თეთრით, ევროსთან - 17 თეთრით.
პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო 28 მაისს დაძლია.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.