არქივი25 დეკემბერი, 2023, 13:26
ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა – 25 დეკემბრის ვაჭრობის შედეგები
ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.23 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან - 0.22 თეთრით. 25 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6905 ლარია, ერთი ევროსი კი - 2.9636 ლარი.
მას შემდეგ, რაც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა, ეროვნულმა ბანკმა კურსის სტაბილურობისთვის ჯამში 149 650 000 აშშ დოლარი გაყიდა.
კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.73 ლარია, ხოლო ევროსი - 3.03 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.70 ლარად შეგიძლიათ, ევროსი - 2.98 ლარად.
არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.