არქივი12 დეკემბერი, 2023, 13:37
ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა – 12 დეკემბრის ვაჭრობის შედეგები
ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.5 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან - 1.34 თეთრით. 11 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6734 ლარია, ერთი ევროსი კი - 2.8886 ლარი.
მას შემდეგ, რაც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა, ეროვნულმა ბანკმა კურსის სტაბილურობისთვის ჯამში 149 650 000 აშშ დოლარი გაყიდა.
კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.71 ლარია, ხოლო ევროსი - 2.93 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.68 ლარად შეგიძლიათ, ევროსი - 2.89 ლარად.
არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.