ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა – 8 დეკემბრის ვაჭრობის შედეგები

ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.7 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან – 1.37 თეთრით. 8 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6790 ლარია, ერთი ევროსი კი – 2.885 ლარი.
მას შემდეგ, რაც -ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა, ეროვნულმა ბანკმა კურსის სტაბილურობისთვის ჯამში 149 650 000 აშშ დოლარი გაყიდა.
კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.71 ლარია, ხოლო ევროსი – 2.93 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.67 ლარად შეგიძლიათ, ევროსი – 2.88 ლარად.