პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლარი გაუფასურებას განაგრძობს – კურსი 27 იანვრამდე

ლარი გაუფასურებას განაგრძობს – კურსი 27 იანვრამდე

24 იანვრის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. ლარის ცვლილებამ 2.07 თეთრი შეადგინა და დოლარის ღირებულება 2.8834 ლარია.
რაც შეეხება ევროს, საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარი ევროსთან მიმართებით 4.26 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0247 ლარი გახდა.
5.60 თეთრით გაუფასურდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.5846 ლარი გახდა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად დადგენილი კურსი, ხვალიდან, 25 იანვრიდან ამოქმედდება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 იანვარი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.