ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

[ლარის გაუფასურება] სრულად ლოგიკურია, თუ პრემიერის გუშინდელ განცხადებას გავითვალისწინებთ - პაატა ბაირახტარი

[ლარის გაუფასურება] სრულად ლოგიკურია, თუ პრემიერის გუშინდელ განცხადებას გავითვალისწინებთ - პაატა ბაირახტარი

[ლარის გაუფასურება] სრულად ლოგიკურია, თუ პრემიერის გუშინდელ განცხადებას გავითვალისწინებთ - პაატა ბაირახტარი
29 ნოემბერს, 12 საათისთვის , Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე ეროვნული ვალუტა გაუფასურებულა. ბოლო მონაცემებით, 1 ამერიკული დოლარი 2.76 ლარად ივაჭრება.
ანალიტიკოს პაატა ბაირახტარის შეფასებით, აჟიოტაჟური მოთხოვნის და დევალვაციის მიზეზი ირაკლი კობახიძის გუშინდელი განცხადებაა, სადაც საქართველოს პრემიერმა აღნიშნა, რომ 2028 წლამდე ,,ქართული ოცნება" ევროკავშირთან ურთიერთობას წყვეტს.
,,ეს არის აჟიოტაჟური მოთხოვნა და წნეხი კურსზე. მსგავს კრიზისებზე ეროვნული ვალუტა საკმაოდ ხისტად რეაგირებს. ის, რასაც ჩვენ ვადევნებთ თვალს Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე, არის სრულად ლოგიკური თუ გავითვალისწინებთ იმ განცხადებებს, რაც გუშინ პრემიერმა ბრიფინგზე თქვა. ჩვენ ახლა ინფლაციის პრობლემის წინაშე არ ვდგავართ, ეს დევალვაციაა, ანუ ეროვნული ვალუტის მერყეობა. ამ რეალობაში, ეროვნულ ბანკს ნამდვილად გააჩნია რესურსი, რომ მოკლე შოკი მართოს, მით უმეტეს , რომ ეს არ არის გარეფაქტორებიდან წამოსული სტრესი და მაკროეკონომიკური კრიზისი. ამის მართვა ეროვნულ ბანკს შეუძლია, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ არაჯანსაღი და არასტაბილური გარემო ეროვნული ვალუტისთვის კარგი არ არის",- თქვა პაატა ბაირახტარმა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.