ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლანჩხუში ხუთი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ნიგვზიანის, ნინოშვილის, გულიანისა და ღრმაღელის ადმინისტრაციულ ერთეულებში საბავშვო ბაღების სამშენებლო სამუშაოებს გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, მოადგილესთან ზაზა შოშიტაიშვილთან და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერთან ალექსანდრე სარიშვილთან ერთად გაეცნო.
,, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში დავათვალიერეთ საბავშვო ბაღების სამშენებლო სამუშაოები.
მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, მუნიციპალიტეტში ხუთი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს.
პროექტები უკვე დასრულების ეტაპზეა და მათი ჯამური ღირებულება 7 მილიონ ლარს აღემატება“,- აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა.
Previous: ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოქალაქეებს, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, სარგებლობაში არსებული ბინები დაუკანონდებათ და საკუთრებაში გადაეცემათ – ავთანდილ თალაკვაძე

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.