არქივი13 სექტემბერი, 2024, 18:23
ლანჩხუთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა
ლანჩხუთის მერიის ორგანიზებით, ქალაქის ცენტრალურ პარკში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
ახალგაზრდებს სტუდენტობა მიულოცეს და სიგელები გადასცეს ლანჩხუთის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძემ, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ, გურიის მაჟორიტარმა დეპუტატმა ვასილ ჩიგოგიძემ.
32 ოქროსა და ვერცხლის მედალოსან, 100%-იანი სახელმწიფო გრანტის მფლობელ კურსდამთავრებულს მუნიციპალიტეტისგან ფულადი ჯილდო გადაეცა.
(R)
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.