არქივი1 ნოემბერი, 2024, 15:53
ლანჩხუთში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება – დეტალები

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურად ხორციელდება.
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ამჯერად გურიელისა და მორჩილაძის ქუჩებზე დაიგო ასფალტის საფარი.
მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება და წლის ბოლომდე კიდევ რამდენიმე ქუჩა მოწესრიგდება.
ქალაქის ქუჩების რეაბილიტაციის სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა მოადგილე თორნიკე ტიკაძესთან ერთად ადგილზე დაათვალიერა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.