ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, 2,2 კილომეტრამდე სიგრძის სადრენაჟე არხზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, 2,2 კილომეტრამდე სიგრძის სადრენაჟე არხზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

შპს „საქართველოს მელიორაცია“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნინოშვილის ტერიტორიაზე ხე-ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან 2,2 კილომეტრი სიგრძის კოლექტორული და შემკრები ქსელის გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს – ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
„არხის გამტარუნარიანობის გაზრდის შედეგად, მუნიციპალიტეტში 15 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება გაუმჯობესდება, რაც სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების გაზრდას შეუწყობს ხელს.
სადრენაჟე არხის გაწმენდით სამუშაოებს საქართველოს მელიორაცია მიმდინარე წლის ივნისში დაასრულებს.
აღსანიშნავია, რომ 2012-2024 წლებში გურიის რეგიონში განხორციელებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად, დრენირებულია 2175 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.