ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლანა გალდავა - „MEGOBARI აქტი“ აუცილებლად იქნება მიღებული

ლანა გალდავა - „MEGOBARI აქტი“ აუცილებლად იქნება მიღებული

„MEGOBARI აქტი“ აუცილებლად იქნება მიღებული, რა თქმა უნდა, საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა ლანა გალდავამ განაცხადა.
როგორც ის აღნიშნავს, გადაწყვეტილება ძალიან მალე იქნება მიღებული.
„ფაქტი და მოცემულობა ერთია, რომ „MEGOBAR აქტს“ კონგრესის წარმომადგენელთა პალატა გავლილი აქვს, მას აქვს ორპარტიული მხარდაჭერა, როგორც დემოკრატების, ასევე „რესპუბლიკელების“ მხრიდან, საუბარია მხოლოდ სენატში, კანონპროექტის განხილვის პროცედურებზე, ჩვეულებრივი წესით თუ, დაჩქარებული წესით. ჩვეულებრივი წესით განხილვის ვადებთან დაკავშირებით ძალიან მალე იქნება გადაწყვეტილება მიღებული. ამიტომ, ეს საკითხი „ქართული ოცნების“ მხრიდან კვლავ დეზინფორმაციისთვის და პროპაგანდისთვის იქნება გამოყენებული, მაგრამ მათ ვეუბნებით, რომ ეს აქტი აუცილებლად იქნება რა თქმა უნდა, საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად მიღებული“, - განაცხადა გალდავამ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.