ლანა გალდავა „ქართული ოცნების“ განცხადებაზე – ეს კონსპიროლოგიის თეორიის ძალიან ღრმა ფორმა და დიაგნოზია – შესაბამისი დარგის სპეციალისტის ჩარევა ესაჭიროება

„ქართული ოცნების“ განცხადების მიხედვით, ევროკავშირის 17 დემოკრატიული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები და უმაღლესი წარმომადგენლები არიან ანტიდემოკრატიულები და მთელ ევროპაში მხოლოდ „ქართული ოცნებაა“ დემოკრატიის ფლაგმანი, – ასე შეაფასა „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა, ლანა გალდავამ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადება, რომლითაც ისინი 17 ევროპული ქვეყნისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებას გამოეხმაურნენ.
გალდავას თქმით, ეს ყველაფერი არასერიოზულია.
„ამ განცხადების მიხედვით, ევროკავშირის 17 დემოკრატიული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები და უმაღლესი წარმომადგენლები არიან ანტიდემოკრატიულები და მთელ ევროპაში მხოლოდ „ქართული ოცნებაა“ დემოკრატიის ფლაგმანი. არასერიოზულია ეს ყველაფერი. ეს არის კონსპიროლოგიის თეორიის ძალიან ღრმა ფორმა და ამ ყველაფერს, რაც თავის მხრივ, დიაგნოზია, შესაბამისი დარგის სპეციალისტის ჩარევა ესაჭიროება. უფრო სერიოზულად ამ ფაქტს და ამ წერილის შინაარს მე ვერ შევაფასებ“, – განაცხადა ლანა გალდავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ომბუდსმენი – 2025 წლის მონაცემებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში“ ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322 პირველადად დარეგისტრირდა – 7 248 მოსწავლეს შეუჩერდა, 1 366 მოსწავლეს კი შეუწყდა მოსწავლის სტატუსი