ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლამის პროვინცია, ქ.აბდანანი – პროტესტის მონაწილეებმა შეძლეს და ქალაქზე სრული კონტროლი მოიპოვეს, ადგილობრივი პოლიცია ბრძოლის გარეშე დანებდა, ხელისუფლების წარმომადგენლები კი დაიჭირეს (ვიდეო)

ლამის პროვინცია, ქ.აბდანანი – პროტესტის მონაწილეებმა შეძლეს და ქალაქზე სრული კონტროლი მოიპოვეს, ადგილობრივი პოლიცია ბრძოლის გარეშე დანებდა, ხელისუფლების წარმომადგენლები კი დაიჭირეს (ვიდეო)
დასავლეთ ირანი, ილამის პროვინცია, ქ.აბდანანი – პროტესტის მონაწილეებმა შეძლეს და ქალაქზე სრული კონტროლი მოიპოვეს, ადგილობრივი პოლიცია ბრძოლის გარეშე დანებდა, ხელისუფლების წარმომადგენლები კი დაიჭირეს.
როგორც რეჟიმის მომწინააღმდეგე წყაროები იუწყებიან, დღეს არის გარდამტეხი მომენტი და თუ სხვა ქალაქებიც მიბაძავენ აბდანანს, მაშინ შესაძლებელი გახდება კონტროლის შენარჩუნება და ადგილზე სამსამსჯელო ძალების გაგზავნის აღმოფხვრა, რომლებიც ქალაქის კვლავ დასაბრუნებლად, ადგილზე სისხლისღვრას მოაწყობენ.
აბდანანის პარალელურად, პროტესტი მძვინვარებს ირანის ათობით ქალაქში და დედაქალაქ თეირანში, სადაც ძალოვნებსა და მომიტინგეებს შორის, მასშტაბური შეტაკებები ფიქსირდება.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.