ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლალი ჯანაშია: სირცხვილია მთელი ქვეყნისთვის, რომ ბატონი გოგი დღეს ციხეშია

ლალი ჯანაშია: სირცხვილია მთელი ქვეყნისთვის, რომ ბატონი გოგი დღეს ციხეშია

„სირცხვილია მთელი ქვეყნისთვის, რომ ბატონი გოგი დღეს ციხეშია. საუბარია ადამიანზე, რომელმაც თავისი პროფესიული საქმიანობით უამრავი სიცოცხლე გადაარჩინა, მრავალ ოჯახს დაუბრუნა იმედი და წლების განმავლობაში ერთგულად ემსახურა საკუთარ ქვეყანას. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით მტკივნეულია იმის ხილვა, რომ ასეთი ღირსეული ექიმი დღეს პატიმრობაში იმყოფება. მიმაჩნია, რომ მის მიმართ გამოვლენილი დამოკიდებულება სრულიად უსამართლოა. მოვუწოდებ საზოგადოებას, არ დარჩეს გულგრილი — ახლა სოლიდარობის დროა. თითოეულმა მოქალაქემ უნდა ამოიღოს ხმა და გვერდში დაუდგეს ადამიანს, რომელმაც მთელი ცხოვრება სხვების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას მიუძღვნა“, — ამბობს პედიატრი ლალი ჯანაშია „მედსკრიპტუმთან“ ინტერვიუში.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 ივნისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.