ლალი მოროშკინა: სააკაშვილი ბავშვობიდან და ახალგაზრდობიდან არანაირი მექალთანე არ ყოფილა

ჟურნალისტი ლალი მოროშკინა, რომელიც 51–ე სკოლაში ს კლასელი იყო და ხშირი კვეთა ჰქონდა მასთან ამბობს, რომ ღიზიანდება, როცა სააკაშვილს მექალთანეს უწოდებენ. მისი მტკიცებით, მიშა მექალთანე არასოდეს არ ყოფილა. ამის შესახებ ლალი მოროშკინამ ს საავტორო გადაცემაში ისაუბრა.

„სააკაშვილი ბავშვობიდან და ახალგაზრდობიდან არანაირი მექალთანე არ ყოფილა. პრეზიდენტობამ მიშა შეცვალა, თან ადამიანი რადიკალურად შეცვალა. მე ყველას ვებრძოდი ვინც ამბობდა, რომ მართლა მექალთანე იყო? ყოველთვის ვამბობდი რომ არ იყო მექალთანე! არასოდეს არ იყო! მე ძალიან კარგად მახსოვს. დღეები გაგვიტარებია ერთად, მეგობრებთან ერთად სახლშიც და რესტორნებშიც. ძალიან კარგად მახსოვს, ერთერთ ჩემს დაბადების დღეზე ერთერთმა ჩემმა სტუმარმა ძალიან გამომწვევად უცეკვა მიშას, ფლამინგოს რომ უცეკვებენ და იწვევენ მამაკაცს ასე, მაგრამ მიშა ძალიან დამორცხვებული იჯდა. ბევრი დრო გვაქვს ერთად გატარებული, მაგრამ არსად გამოუვლენია ეს.. არ იყო მექალთანე მე ამას ვამბობ. პირადი ცხოვრების აღრევამ პოლიტიკაში ის ძალიან დააზიანა. ახლაც თუ აქილიკებენ, ამის ბრალია. მას არ უყვარდა ახალგაზრდობის წლების, სკოლის წლების და კიევში რომ მსახურობდა ამ პერიოდის გახსენება. მან პრეზიდენტობის დროს ჩამოიშორა ყველა ის ადამიანი, ვინც ბავშვობასთან აკავშირებდა, არანაირად არ სურდა იმ წლების გახსენება და ჟურნალისტებიც კი ჩააჩოჩა, ვისთანაც ბავშვობაში მეგობრობდა. მიშას სკოლელები და თანაკლასელებიც კი დაისაჯნენ. ცნობილია, რომ არ ჰქონდა მას კლასელ ბიჭებთან კარგი ურთიერთობა. ჩვენ ისეთ პერიოდში ვსწავლობდით სკოლაში, როცა ძლიერი ყოჩობს და სუსტზე ბულინგი ხდებოდა. მიშაც სულ ასე იყო ხოლმე და როცა ძალაუფლება მოიპოვა, მერე გამოავლინა,” – აღნიშნავს ლალი მოროშკინა.

ასევე დაგაინტერესებთ