ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლალი აბაშიძე: მსგავსი დისციპლინა, მოწესრიგებულობა, პატივისცემა ნეტა ყველას გენახოთ... მასწავლებლები წინ მიუძღვოდნენ თვითეულ ჯგუფს

"დღეს ამერიკის სკოლებსა და ბაღებში ბოლო ზარი დაწკრიალდება!
P.S. გავიხსენებ ერთ ტკბილ დღეს რომელმაც დიდი სიამოვნება მომანიჭა❤️
მიხარია, უზომოდ მიხარია ასეთ ყოფით გარემოში მოხვედრა... ჩამოსვლისთავანვე ტერეზას ვთხოვე, რომელიმე სკოლაში წავეყვანე. ის დამპირდა, - ჩემი დაქალი სკოლის დირექტორია და მას ვთხოვ, რომ შეგვიშვასო. მე გამიკვირდა, მაგრამ ამიხსნეს რომ აქ დაცვა აკონტროლებს ყველა სკოლას და მშობელიც კი ვერ შევა წინასწარი შეთანხმების გარეშე. ჩემს შვილს ეს თხოვნა არ გაჰკვირვებია (მხოლოდ თავი გადაქნია და შენ და შენი სკოლაო, - წარმოთქვა), რადგან მან იცის რომ მე ისრაელის სკოლის დათვალიერებასაც ასე ვიხვეწებოდი, სანამ ცხონებულმა პროფესორმა ბარუხ პოდოლსკიმ არ მითხრა: ლალი, ეს შენ ყოფილი სსრკ-ს სკოლა ნუ გგონია, უფროსის დანახვაზე რომ კედელს ვეკროდით და მოწიწებით შევცქეროდითო, დერეფანში რომ გავიაროთ შეიძლება ზედ გადაგვიარონ ისეთი სიფრთხილეა საჭიროო. რადგან ფეხი მტკიოდა, მოვუფრთხილდი ჩემი შვილების ნერვიულობას და უარი ვთქვი ისრაელის სკოლის მონახულებაზე. აი ამერიკაზე კი ...
ამბობენ, ამერიკაში ოცნებები ხდება... ხოდა მეც ამიხდა ოცნება...
და ძალიან კარგი ყმაწვილის - ნიკ ვილიამსის გამოსაშვებ საღამოზე ვიყავი.ზრდილი, თავაზიანო, თბილი... მოკლედ ოჯახის გავლენა ყველგან ეტყობა ბავშვს და არა აქვს მნიშვნელობა სად, რომელ ქვეყანაში იზრდება!!! (ეს ჩემი პირველი დასკვნა). თვალებს გაფაციცებით ვატრიალებდი რომ არაფერი გამომრჩენოდა. 1841 წელიდან ფუნქციონირებს Fordham University, უამრავი კურსდამთავრებულია ამ უნივერიტეტ-კოლეჯი-სკოლის ანგარიშეზე. არ ვიცი ხანდაზმულობის გამო, თუ იმის გამო რომ აწყობილ ქვეყანაში ვიყავი, ასეთი მოწესრიგებული გამოსაშვები საღამო არც არსად მინახავს (სად ვნახავდი კია?!), არც წიგნში წამიკითხავს (ეტყობა ძირითადად რუსულ წიგნებს ვკითხულობ და აბა იქ სად იქნებოდა ასეთი?!) და არც არსად მსნენია (გაგებით კი უნდა გამეგო აქამდე, რადგან ჩემი საუბრის სფერო ძირითადად სკოლასა და ბავშვებს ეხება!!!) მოკლედ ჩემო მკითხველო, მივყვეთ თანმიმდევრობას... ერთი კვირით ადრე გამოგზავნილ მოსაწვევზე ჩემი სახელი და გვარი რომ ამოვიკითხე (მაგდენი ინგლისური და ცოტა უფრო მეტიც კი ვიცი 😉 სიხარულისაგან მთელი კვირა ვცმუკავდი.
და აი გუშინ, ყველანი (ოჯახის წევრები) ერთ დიდ მანქანაში საზეიმოდ გამოპრანჭულები, ღიმილიანი განწყობით გავემგზავრეთ ცერემონიის ადგილამდე (დასკვნა მეორე, სტუმართ-მასპინძლობა აქ არანაკლებ იციან, ვიდრე საქართველოში!). მსგავსი დისციპლინა, მოწესრიგებულობა, პატივისცემა ნეტა ყველას გენახოთ...მასწავლებლები (მათ შორის გვარიანად ასაკიანებიც აქვე დავწერ მესამე დასკვნას: ასაკიან ადამიანს ჭკუა უფრო მეტად მოეკითხებათ და კოლექტივში აუცილებელია რომ ახალგაზრდა პედაგოგებთან ერთად ხანდაზმულებიც მუშაობდნენ, რათა აღიზარდონ ახალგაზრდები მათ მაგალითზე!) წინ მიუძღვოდნენ თვითეულ ჯგუფს, საკუთარი ემბლება და გერბი ჰქონდათ. თბილი სიტყვებით ეფერებოდნენ და ეალერსებოდნენ ერთმანეთს. რა თქმა უნდა, ტექსტის ძირითადი ნაწილი არ მესმოდა, რადგან ხათუნა არ მახლდა თან, მაგრამ მესმოდა რომ მასწავლებელი ამ ქვეყანაში დაფასებულია არა მხოლოდ მოსწავლით, არამედ მშობლით, სახელმწიფოთი, გარშემომყოფი ხალხით. მქუხარე აპლოდისმენტებში იკარგებოდა ხმა, მაგრამ ერთიორად ღვივდებოდა ემოცია და მე თვალზე ცრემლმომდგარმა ვინატრე, რომ მსგავსს ჩემს ქვეყანაშიც მოვსწრებოდი... ( 7 წლის წინანდელი ჩანაწერი)" - წერს სოციალურ ქსელში რუსული ენის პედაგოგი, ამჟამად აშშ-ში მცხოვრები ლალი აბაშიძე.
ცნობისათვის, ფოტოები გადაღებულია ლალი აბაშიძის საქართველოში მოღვაწეობის დროს.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.