ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლაიენი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას EU-ის მისწრაფებების შესაბამისად იმოქმედოს

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა. შეხვედრა შვეიცარიაში, უკრაინის მშვიდობის სამიტის ფარგლებში შედგა.
ევროკომისიის პრეზიდენტმა საქართელოს მთავრობას კიდევ ერთხელ მოუწოდა საქართველოს ევროპული მისწრაფებებთან თანხვედრაში იმოქმედოს.
"ქალბატონო პრეზიდენტო, მადლობას გიხდით თქვენი ლიდერობისთვის და ღრმა პატივისცემას გამოვხატავ საქართველოს ევროპულო მომავლისადმი თქვენი ერთგულების გამო. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს ამ გზას. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას იმოქმედოს საქართველოს ევროპული მისწრაფებებთან თანხვედრაში", - დაწერა ფონ დერ ლაიენმა X-ზე.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.