ლაზარე გრიგორიადისს სასამართლომ 2 300 ლარიანი ჯარიმა დააკისრა

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისს მოსამართლე ირაკლი ჩიკაშუამ 2 300 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 10 ივლისს გაიმართა. გირგორიადისს შინაგან საქმეთა სამინისტრო წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა.
ლაზარე გრიგორიადისი პოლიციამ 14 მაისს, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავა. გრიგორიადისმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი 16 მაისს დატოვა. მისი თქმით, დაკავებისას პოლიციელები მას ურტყამდნენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.
ლაზარე გრიგორიადისმა, რომელიც გასული წლის 7-8 მარტის აქციებშიც მონაწილეობდა, ციხე პრეზიდენტის შეწყალების შემდეგ დატოვა. მას სასამართლომ 12 აპრილს 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
ამ თემაზე წაიკითხეთ: რა შეუსაბამობები იყო ლაზარე გრიგორიადისის საქმეში

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: მარტო შალვა პაპუაშვილი ხომ არ არის წმინდა ძროხა, რომლის გინების გამოც ადამიანებს ციხეში უშვებ?! ვახომ რა დააშავა, იაგომ რა დააშავა, ირაკლიმ რა დააშავა ან სხვა ვიღაცამ რა დააშავა?