ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია

მარტის აქციების შემდეგ დაკავებული აქტივისტი თავისუფალია. მან საპატიმრო რამდენიმე წუთის წინ დატოვა.
პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი ოფიციალურად დღეს შეიწყალა. 12-დღიანი ლოდინის შემდეგ მარტის აქციებზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი დღეს ჩააბარეს.
დაცვის მხარე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღესვე მივიდა და სარეზოლუციო ნაწილი მიიტანა, რის შემდეგაც პრეზიდენტს მისი ოფიციალურად შეწყალების საშუალება მიეცა.
12 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისი მარტის აქციების საქმეზე დამნაშავედ ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად შარაძემ გამოაცხადა.
TV პირველთან ინტერვიუს დროს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ლაზარეს შეწყალების გადაწყვეტილება განაჩენის გამოცხადების დღეს, დილის 10:00 საათზე მიიღო.
თუმცა პროცედურების გამო და მათ შორის იმის გამოც, რომ ამ დრომდე დაცვის მხარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი არ ჰქონდა ჩაბარებული, პრეზიდენტს მისი შეწყალების საშუალება არ ჰქონდა.
მარტის აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისი გასული წლის 29 მარტს დააკავეს – -ს მტკიცებით, მან 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა.
აქტივისტის წინააღმდეგ ხელისუფლებამ მალევე სიძულვილის კამპანია დაიწყო, ქართული ოცნების თავმჯდომარემ მ მას არაერთხელ უწოდა “ორიენტაციაარეული”.
22 ნოემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 7-8 მარტის აქციებზე დაზარალებულმა პოლიციელებმა, სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის მხარდაჭერით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებისგან თავის შეკავების თაობაზე განცხადებით მიმართეს.