ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლაზარე გრიგორიადისის საქმის განხილვა 26 თებერვალს გაგრძელდება, სადაც პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული დუმილს დაარღვევს

ლაზარე გრიგორიადისის საქმის განხილვა 26 თებერვალს გაგრძელდება, სადაც მხარეები დასკვნით სიტყვას წარადგენენ. დუმილს დაარღვევს თავად გრიგორიადისი.
მას გამოძიება 7-8 მარტის აქციების დროს პოლიციელზე თავდასხმას და სხვისი ქონების განადგურებას ედავება.
დღევანდელი სხდომა ხანმოკლე იყო, გრიგორიადისის ადვოკატებმა უარი თქვეს დაეკითხათ დაცვის მხარის სამი მოწმე და ითხოვეს მომდევნო პროცესი შემაჯამებელ სიტყვებს დაეთმოს. დაკავებულის ოჯახი და ადვოკატი ამბობენ, რომ განაჩენის გამოცხადებისთანავე სალომე ზურაბიშვილს შეწყალების თხოვნით მიმართავენ.

არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.