არქივი12 აპრილი, 2024, 07:12
ლაზარე გრიგორიადისის ბაბუა - სამარცხვინო გადაწყვეტილება მიიღო დღეს ქართულმა სასამართლომ ლაზარეს წინააღმდეგ - შოკში ვარ
სამარცხვინო გადაწყვეტილება მიიღო დღეს ქართულმა სასამართლომ ლაზარეს წინააღმდეგ. შოკში ვარ, - ამის შესახებ ლაზარე გრიგორიადისის ბაბუამ, გია კალანდაძემ განაცხადა.
მისივე განცხადებით, ლაზარეს ოჯახი ბრძოლას გააგრძელებს და პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მისი შეწყალების თხოვნით მიმართავენ.
„სამარცხვინო გადაწყვეტილება მიიღო დღეს ქართულმა სასამართლომ ლაზარეს წინააღმდეგ. შოკში ვარ! რა თქმა უნდა, ბრძოლას გავაგრძელებთ. პირველ რიგში, პრეზიდენტს მივმართავთ განცხადებით. იმედი მაქვს, რომ ლაზარეს შეიწყალებს“,- განაცხადა ლაზარე გროგორიადისის ბაბუამ.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.