ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლაზარეს 12 მსაჯული – სრული ფილმი

ლაზარეს 12 მსაჯული – სრული ფილმი
“ლაზარეს 12 მსაჯული”, მოდელირებული სასამართლო დრამა, არის ევროპული საქართველოსა და თავისუფლების ინსტიტუტის პროექტი. რომელიც ეფუძნება ლაზარეს რეალურ საქმეს.
თქვენ შეძლებთ დააკვირდეთ, რა მოხდებოდა, ლაზარეს რომ სამართლიანი ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ჰქონოდა. პროექტისთვის მსაჯულები შეირჩა მარტივად – ონლაინ გამოქვეყნებული განცხადებით. მოქალაქეები მოვიდნენ თავისით, თვითონ შეავსეს ფორმა და გამოთქვეს პროექტში მონაწილეობის სურვილი. იმის გარდა, რომ ამ ფილმით ლაზარეს საქმეზე გაიგებთ სრულ და დამაჯერებელ ჭეშმარიტებას, თქვენ დარწმუნდებით ნაფიცი მსაჯულების სასამართლოს არსებითი გაფართოების აუცილებლობაში, რაც ევროპული საქართველოს მთავარ პოლიტიკურ ამოცანას წარმოადგენს, – წერია ფილმის ანოტაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.