ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლაზარეს შეწყალებას ექნება მკვეთრი რეაქცია – ოხანაშვილი პრეზიდენტს

“ქართული ოცნების” დეპუტატი ანრი ოხანაშვილი პრეზიდენტის მიერ ლაზარეს შესაძლო შეწყალების საკითხს ეხმაურება და ამბობს:
ეს რა გზავნილია ჩვენი საზოგადოების წინაშე, რომ საზოგადოებას თვალში ნაცარს ვაყრით და პირდაპირ ვეუბნებით, რომ მოლოტოვის კოქტეილი შეიძლება ესროლოთ პოლიციელს, მეხანძრეს, ნებისმიერ პირს, ვინც წესრიგს იცავს – თუ ამის წახალისება სურს პრეზიდენტად წოდებულ თანამდებობის პირს, რა თქმა უნდა, ის იქნება ამ კამპანიის ავანგარდში და ის გადადგამს ამ ნაბიჯს, ამას ექნება შესაბამისი მკვეთრი რეაქცია. უნდა იცოდეს მანაც და სხვამაც, რომ მოლოტოვის კოქტეილების წახალისება პოლიტიკური დანაშაულია და ეს არის დაუშვებელი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.