[დასავლეთში] ჩვენ წინააღმდეგ ღიად გამოაცხადეს ომი. კიევის რეჟიმს ‘შუბის წვერად' იყენებენ, მაგრამ ყველამ იცის, რომ ეს ‘შუბის წვერი' უსუსურია დასავლური იარაღის, სადაზვერვო მონაცემების, სატელიტური სისტემებისა და სამხედრო მოსამსახურეების გაწვრთნის მხრივ მატერიალური დახმარების გარეშე. კიევის რეჟიმსა და უკრაინულ სახელმწიფოს ღიად იყენებენ გეოპოლიტიკურ ტარანად. ზოგიერთმა პირმა, რომლებიც, მგონი ბელგიის გენერალურ შტაბში იყვნენ, საჯაროდ განაცხადეს, რომ რუსეთთან ომისთვის ემზადებიან, რომ უკრაინა მათ დროის მოგებაში ეხმარება.