ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლავროვის მოადგილე: რუსეთი მზადაა საქართველოსთან "ჯანსაღი პრაგმატული თანამშრომლობისთვის"

ლავროვის მოადგილე: რუსეთი მზადაა საქართველოსთან "ჯანსაღი პრაგმატული თანამშრომლობისთვის"

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი ამბობს, რომ რუსეთი მზად არის საქართველოსთან "ჯანსაღი პრაგმატული თანამშრომლობის განვითარებისთვის იმ საკითხებში, რომელიც ორივე ქვეყნისთვის მომგებიანია".
"ჩვენ მზად ვართ თბილისთან ორმხრივი ნორმალიზაციის გზას გავყვეთ. ასე რომ, ზოგადად, თბილისზეა დამოკიდებული, თუ რა ქმედებებს გააგრძელებს", - ამბობს მიხაილ გალუზინი გამოცემა იზვესტიასთან.
გამოცემა ასევე აქვეყნებს რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის გრიგორი კარასინის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები "ინტენსივობისკენ მიისწრაფვის".
გრიგორი კარასინმა თქვა, რომ მოსკოვი საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას მიესალმება და ამით "მოხარული იქნება".
დღეს აგვისტოს ომთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა რუსეთის საგარეო საქამეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამაც და კრემლის ჩვეული, პროპაგანდისტული რიტორიკა გაიმეორა.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.