ლავროვის თქმით, ჩრდილოეთ მაკედონიაში ეუთოს მინისტერიალზე დასწრებას გეგმავს

ს საგარეო საქმეთა მინისტრის, ს თქმით, კვირის ბოლოს გეგმავს ჩრდილოეთ მაკედონიაში გამგზავრებას, სადაც ეუთოს მინისტერიალს დაესწრება. ეს იქნება მისი პირველი ვიზიტი NATO-ს წევრ ქვეყანაში მას შემდეგ, რაც რუსეთმა ში ომი დაიწყო.
ჩრდილოეთ მაკედონიაში ჩასასვლელად ლავროვის თვითმფრინავს ბულგარეთის ან საბერძნეთის საჰაერო სივრცეში ფრენა დასჭირდება. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, ბულგარეთი მის თვითმფრინავს საჰაერო სივრცეს გაუხსნის.
“როგორც ჩანს, ბულგარეთი მაკედონიას დაჰპირდა, რომ საჰაერო სივრცეს გახსნის. თუ ეს იმუშავებს, ჩასვლას შევძლებთ”. – თქვა ლავროვმა.
რუსეთი ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის 57 წევრიდან ერთ-ერთია. ჩრდილოეთ მაკედონიამ, რომელიც ჯგუფს მონაცვლეობით თავმჯდომარეობს, ლავროვი მინისტერიალზე მიიწვია.
2022 წელს ეუთოს მინისტერიალს პოლონეთი მასპინძლობდა, მაშინ ვარშავამ სერგეი ლავროვის ქვეყანაში შეშვებაზე უარი თქვა.