ლადო მგალობლიშვილი - ინტენსიურად ვიცავ და დავიცავ საქართველოს დამოუკიდებლობას და ინტერესებს - თუ ამისთვის აშშ ჩემს ხალხს ასანქცირებს, მაშინ თხოვნა მექნება, აუცილებლად შემიყვანონ პატრიოტთა ამ საპატიო რეესტრში,
ყველა პლატფორმიდან, ინტენსიურად ვიცავ და დავიცავ საქართველოს დამოუკიდებლობას და ინტერესებს. თუ ამისთვის პარტნიორი - ამერიკის შეერთებული შტატები ჩემს ხალხს ასანქცირებს, მაშინ თხოვნა მექნება მათთან - აუცილებლად შემიყვანონ პატრიოტთა ამ საპატიო რეესტრში, - ასე ეხმაურება აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ლადო მგალობლიშვილი აშშ-ის მხრიდან მოსალოდნელ სანქციებს.
„ბოლო დროის განმავლობაში ჩემს ქვეყანას ძალიან უჭირს. ამიტომ, ყველა პლატფორმიდან, ინტენსიურად ვიცავ და დავიცავ საქართველოს დამოუკიდებლობას და ინტერესებს. თუ ამისთვის პარტნიორი - ამერიკის შეერთებული შტატები ჩემს ხალხს ასანქცირებს, მაშინ თხოვნა მექნება მათთან - აუცილებლად შემიყვანონ პატრიოტთა, ამ საპატიო რეესტრში“, - აღნიშნავს ლადო მგალობლიშვილი, რომლის განცხადებასაც აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.