ლადო კახაძე საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს ესტუმრა

ლადო კახაძე საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს ესტუმრა
პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრი ლადო კახაძე თემატური მოკვლევის ფარგლებში, საგარეჯოს №2 და №4 საჯარო სკოლებს ესტუმრა. დეპუტატმა სკოლების ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, ასევე გაეცნო სკოლებში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის პრაქტიკას, სამედიცინო კაბინეტისა და ექიმის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ საკითხებს.
ლადო კახაძე საგარეჯოს მუნიციპალიტეტში შემავალი საჯარო სკოლების დირექტორებსა და სკოლის ექიმებს შეხვდა.
თემატური მოკვლევის მთავარი მომხსენებლის ლადო კახაძის განცხადებით, მოკვლევის პროცესში მნიშვნელოვანია ურთიერთობები და საკითხის ადგილზე გაცნობა. მისივე თქმით, მოკვლევის ფარგლებში, გასვლითი შეხვედრების შემდეგ, დაინტერესებულ პირებთან ზეპირი მოსმენა გაიმართება.
„მოკვლევის საბოლოო შედეგით ისარგებლებენ ბავშვები. სწორედ მათთვის დავაბრუნეთ სკოლის ექიმის ინსტიტუტი, რომლის მიზანია მოსწავლეთა ჯანმრთელობის უზრუნველყოფა და უსაფრთხო გარემოს შექმნა“, – განაცხადა ლადო კახაძემ.
თემატური მოკვლევის მიზანია საგანმანათლებლო დაწესებულებებში სანიტარულ-ჰიგიენური და სკოლის ექიმების ნორმების დაცვის პრაქტიკისა და არსებული გამოწვევების შესწავლა.
გასვლით შეხვედრაში მონაწილეობდნენ გ.ნათაძის სახელობის სანიტარიის, ჰიგიენის და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი რევაზ კობახიძე და დირექტორის მოადგილე ქეთევან დადიანი, სამედიცინო ეკოლოგიისა და რისკის შეფასების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მანანა გრძელიშვილი და „ალიანსი ჯანსაღი და უსაფრთხო სკოლა” დამფუძნებელი, პედიატრი ლიანა სირაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს აქციებს – მათი დავალება სწორედ სექტის ფორმით მოქმედებაა, ეს მათი სამწუხარო არჩევანია, ეს არის მათი ტრაგიკული არჩევანი

ირაკლი კობახიძე – დაკავშირებადობის დღის წესრიგის მხარდაჭერის და შემდგომი წინსვლის მიზნით, საქართველო 2032 წლამდე 7 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირებას გეგმავს მსხვილ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურულ პროექტებში