ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ლაგუნა ვერეს” მიმდებარე ტერიტორიაზე 17 იანვრიდან მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

„ლაგუნა ვერეს” მიმდებარე ტერიტორიაზე 17 იანვრიდან მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

„ლაგუნა ვერეს” მიმდებარე ტერიტორიაზე 17 იანვრიდან მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, გმირთა მოედნიდან ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპირომდე არსებული საგზაო მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას იწყებს. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, დაგეგმილი სამუშაოების გამო, 17 იანვრის 00:00 საათიდან, ორი თვის განმავლობაში, საავტომობილო მოძრაობა ეტაპობრივად, სხვადასხვა მონაკვეთში შეიზღუდება. კერძოდ, პირველ ეტაპზე მოძრაობა შეიზღუდება კოსტავას ქუჩიდან მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ჩამსვლელ მხოლოდ ერთ განაპირა საავტომობილო ზოლზე.
მოძრაობა ასევე, ნაწილობრივ შეიზღუდება მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან თამარ მეფის გამზირისკენ მიმავალ საგზაო მონაკვეთში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.