ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლაგოდეხის სარწყავ არხზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ლაგოდეხის სარწყავ არხზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

საქართველოს მელიორაცია სამელიორაციო ინფრასტრუქტურულ პროექტებს ქვეყნის მასშტაბით აქტიურად განაგრძობს - ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
„ქალაქ ლაგოდეხში, მაგისტრალური სარწყავი არხის დაახლოებით 1,1 კილომეტრიანი მონაკვეთი რკინაბეტონით მოპირკეთდა, მოეწყო ჩამქრობი ჭები, აშენდა საფეხმავლო და საავტომობილო ხიდები. აღნიშნული სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას შეუწყობს ხელს. შედეგად, დაახლოებით 370 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე წყალუზრუნველყოფის გაუმჯობესებასთან ერთად, არხის მიმდებარედ არსებული საკარმიდამო ეზოების დატბორვის საშიშროება აღარ იარსებებს.
სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.
საირიგაციო არხზე შესრულებული სამუშაოები საქართველოს მელიორაციის გენერალურმა დირექტორმა თამაზ მღებრიშვილმა რეგიონული სამსახურის ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
აღსანიშნავია, რომ, ამ ეტაპზე, ქვეყნის მასშტაბით სამელიორაციო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო 50 პროექტი მიმდინარეობს“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.