პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭიაურში სარწყავი არხების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭიაურში სარწყავი არხების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

შპს „საქართველოს მელიორაცია”, საირიგაციო სისტემების მოწესრიგების ფარგლებში, სოფელ ჭიაურში, კვირიას არხზე სამუშაოებს ატარებს – ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
„ხე-ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან არხის 3 კილომეტრიანი მონაკვეთი იწმინდება. ჩატარებული სამუშაოები არხის გამტარუნარიანობას გაზრდის, რაც 250 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობისა და 270 ჰექტარი სატბორე მეურნეობისთვის წყლის მიწოდების გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.
აღსანიშნავია, რომ, 2012-2024 წლებში, კახეთში განხორციელებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად, დამატებით წყალუზრუნველყოფილია 20 140 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი, სარწყავი წყლის მიწოდება 16 285 ჰექტარზე გაუმჯობესდა, ხოლო დრენირებული მიწის ფართობის რაოდენობა 8725 ჰექტარს შეადგენს“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 სექტემბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.