არქივი7 მარტი, 2025, 11:39
ლაგარდმა დაუშვა, რომ თავდაცვის ხარჯების გაზრდა ევროზონაში ინფლაციას დააჩქარებს

თავდაცვისა და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სახელმწიფო დანახარჯების მოსალოდნელმა ზრდამ შეიძლება ხელი შეუწყოს ევროზონის ეკონომიკურ ზრდას, მაგრამ ამავე დროს გამოიწვიოს ინფლაციის აჩქარება – ამის შესახებ ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა კრისტინ ლაგარდმა ბანკის მარტის შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ლაგარდმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაზრდილი გეოპოლიტიკური გაურკვევლობაც რისკებს შეიცავს ინფლაციისა და ეკონომიკური ზრდისთვის.
წყარო: interfax
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.