კურსკში განხორციელებულ თავდასხმებს პუტინი “მასშტაბურ პროვოკაციას” უწოდებს
კურსკში განხორციელებულ თავდასხმებს რუსეთის პრეზიდენტი “მასშტაბურ პროვოკაციას” უწოდებს. პუტინი ამტკიცებს, რომ უკრაინული მხარე განურჩევლად ბომბავს ყველაფერს, მათ შორის, სამოქალაქო შენობებსაც. მისი თქმით, დღესვე ის ამ საკითხზე სამართალდამცავი სტრუქტურების ხელმძღვანელებთან შეხვედრას გამართავს.
„კიევის რეჟიმმა კიდევ ერთი ფართომასშტაბიანი პროვოკაცია განახორციელა. ის განურჩევლად ისვრის სხვადასხვა ტიპის იარაღიდან, მათ შორის რაკეტებიდან, სამოქალაქო შენობებზე, საცხოვრებელ შენობებზე და სასწრაფო დახმარების მანქანაზე“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა მთავრობის წევრებთან შეხვედრაზე.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთში კურსკის ოლქში სამი დასახლება დაიკავეს. მოსახლეობის ევაკუაცია დაწყებულია. ინფორმაციას რუსული მედია და ტელეგრამ არხები ავრცელებენ. ბლოგერების ცნობით, კურსკის ოლქში, საერთო ჯამში, 400 უკრაინელი სამხედროა შეჭრილი, კიდევ 2 000 უკრაინელი ჯარისკაცი კი განლაგებულია საზღვრის სიახლოვეს
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.