კურსკის სანაპიროზე ინციდენტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა

8 ივლისის საღამოს, რუსეთის ქალაქ კურსკის სანაპიროზე განხორციელებული დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ოთხ ადამიანამდე გაიზარდა.
კურსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის, ალექსანდრე ხინშტეინის თქმით, მოსკოვში ტრანსპორტირებისას ხუთი წლის ბიჭი გარდაიცვალა, სხეულის 30 პროცენტზე მეტი დამწვრობის შედეგად.

ASTRA-ს Telegram-ის არხის ცნობით, 8 ივლისს, დაახლოებით 23:00 საათზე, რუსულმა საჰაერო თავდაცვის ძალებმა კურსკში, სანაპიროზე საბრძოლო დრონი ჩამოაგდეს. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაშავდა.
ხინშტეინმა „არაადამიანური დარტყმის“ შესახებ დაწერა და უკრაინელი სამხედროები „მიზანმიმართულად იმ ადგილის დაბომბვაში” დაადანაშაულა, სადაც “მშვიდობიანი მოსახლეობა იმყოფებოდა“.
პლაჟიდან 600 მეტრში მდებარეობს თავდაცვის სამინისტროს მე-18 ცენტრალური კვლევითი ინსტიტუტის ფილიალი – დიდი საწარმო, რომელიც რადიოდაზვერვის სისტემებს, თანამგზავრული კომუნიკაციების, რადარისა და რადიონავიგაციის აღჭურვილობას აწარმოებს.

ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

“მთელი ჩემი ინსტაგრამი, ყველა ჩემი ნაცნობი ან ქვეყანას ტოვებს, ან შოკშია, ან უბრალოდ არ ლაპარაკობს ამაზე. მე არ ვიცი, სად არიან ეს ადამიანები, ვისაც უყვარხართ, როგორც პრეზიდენტი და პატივს გცემენ”

ზურაბ ცეცხლაძე – „ოცნება“ თადარიგს იჭერს, რომ გამოყაროს კუნთმაგარი ბიჭები, ციხით ვერ შეაშინეს და ცემით უნდათ შეაშინონ ხალხი, არ ვაპირებ MMA-ის მებრძოლთან მუშტით ჩხუბს – ქართველიშვილს ვეუბნები: ნახონ, რა დაემართა „მხედრიონს“

ლევან ლორთქიფანიძე – ქმნიან პროფესია „პატრიოტს“, ცეცხლს ნუ ეთამაშებით! – ქართულ ტრადიციაზე ლაპარაკობენ და ქართული ტრადიცია არასდროს ყოფილა ჩაგვრა, რომ ძლიერმა სუსტი გასრისოს, ეს არის ქვის ხანა