კურსკის ოლქში უკრაინელებმა 20-ზე მეტი კადიროველი ტყვედ აიყვანეს

უკრაინელმა სამხედროებმა კურსკის ოლქში დაახლოებით ოცზე მეტი კადიროველი ტყვედ აიყვანეს. დატყვევებული სამხედროები სპეცრაზმი ახმატიდან არიან. ცნობა, ვიდეოს სახით, უკრაინის შეიარაღებული ძალების პროექტმა, Хочу жить-მა (მსურს ვიცოცხლო) 11 აგვისტოს გაავრცელა.

“რეიდერების ჯგუფმა ეს კადიროველები საზღვრიდან ღრმა ზურგში გამოიჭირა. მათი თქმით, ცდილობდნენ გაქცეულიყვნენ, რათა ტყვედ არ ჩავარდნილიყვნენ, რადგან რამზან კადიროვმა ერთხელ თქვა, რომ ახმატის მებრძოლები ტყვედ არ ბარდებიან.” – წერია Хочу жить-ის აღწერაში.

ამ პოსტის გამოქვეყნებამდე საათნახევრით ადრე რამზან კადიროვი წერდა, რომ ახმატის მებრძოლებმა, საზღვაო ქვეითთა 810-ე ცალკეულ გვარდიულ ბრიგადასთან ერთად, უკრაინული ტექნიკის კოლონა და სამხედროები გაანადგურეს.

“გადარჩენილებს გზა საბრძოლო შეხების სიახლოვეს გადაუღობეს. ვფიქრობ, უკვე ყველასთვის გასაგებია მათი შემდგომი ბედი.” – წერდა კადიროვი.

გავრცელებულ ვიდეოზე კადიროვს კომენტარი არ გაუკეთებია. აქამდე ახმატის მეთაურმა, აპტი ალაუდინოვმა უკრაინელების წარმატებაში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს “ზოგიერთი ხელმძღვანელი” დაადანაშაულა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ