ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კურსკის ოლქში, დრონით თავდასხმის შედეგად, ქარხანაში ხანძარი გაჩნდა

რუსეთის კურსის ოლქის კორენევოს დასახლებაში, უკრაინული დრონებით თავდასხმის გამო, დაბალვოლტიანი აპარატურის მწარმოებელი ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა, - ამის შესახებ ოლქის გუბერნატორმა, ალექსეი სმირნოვმა განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინულმა დრონმა ქარხნის ტერიტორიაზე ასაფეთქებელი მოწყობილობა ჩამოაგდო.
სმირნოვის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად საწარმოს არცერთი თანამშრომელი არ დაშავებულა. ამასთან, ტელეგრამ-არხი Mash-ი იუწყება, რომ დაშავებულია ერთი ადამიანი. არხის ინფორმაციით, ხანძრის ფართობი 400 კვადრატულ მეტრს შეადგენს.
ქარხანა უკრაინის სუმის ოლქის საზღვრიდან დაახლოებით 25 კილომეტრში მდებარეობს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.