კურსკის ოლქში ბელოვსკის რაიონის მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს
კურსკის ოლქის რეგიონულმა ოპერატიულმა შტაბმა ბელოვსკის რაიონის მცხოვრებლების ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღო, - ამის შესახებ გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი, ალექსეი სმირნოვი იუწყება.
„ტრანსპორტის რეგიონულ სამინისტროს დავავალე, მოამზადოს დამატებითი ტრანსპორტი. ავტობუსები უკვე მორიგეობენ უსაფრთხო ადგილებში. ახლა მთავარია დასახლებული პუნქტების მოსახლეობას დროულად ვაცნობოთ ტერიტორიის დატოვების შესაძლებლობის შესახებ“, - წერს გუბერნატორი.
ბელოვსკის რაიონის ხელმძღვანელმა ნიკოლაი ვოლობუევმა, თავის მხრივ, ტელეგრამით მიმართა 10-მდე სოფლისა და დასახლების მოსახლეობას, ვისაც ბელოვსკის რაიონის ტერიტორიის დატოვება სურს, პირადად დაუკავშირდეს მას.
ვოლობუევის განმარტებით, ამ დასახლებებიდან გამოიყოფა ავტომობილები, რომლითაც მოქალაქეებს საევაკუაციო ცენტრებში გადაიყვანენ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.