კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო: სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული შესაბამისი ნებართვის საფუძველზე

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო: სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული შესაბამისი ნებართვის საფუძველზე
9
წაკითხვა
ბოლნისის სიონში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს. მათი თქმით, სამუშაოები კანონის შესაბამისად მიმდინარეობს და კვლევების შედეგად ტაძარში ადრინდელი პერიოდის იატაკი და პილასტრის ბაზაც აღმოაჩინეს. ისინი ხაზგასმით აღნიშნავენ, ყველა პროცესი სპეციალისტებისგან კონტროლდება და გამოყენებული მეთოდებიც ძეგლის კონსტრუქციულ მდგრადობას არ აზიანებს.
“ბოლნისის სიონის სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაკვეთითა და კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული შესაბამისი ნებართვის საფუძველზე.მიმდინარე სამუშაოები მოიცავს, მათ შორის, ტაძრის ინტერიერში 1970-იან წლებში მოწყობილი ბაზალტის იატაკის დემონტაჟს, რომელიც განთავსებულია ბეტონის დუღაბზე. ჩატარებული კვლევითი სამუშაოების ფარგლებში, ინტერიერში განხორციელებული შურფირების შედეგად, სამხრეთი კედლის პილასტრის ძირში და სამხრეთი მინაშენის დასავლეთ ნაწილში გამოვლინდა ადრინდელი პერიოდის იატაკი, აგრეთვე პილასტრის ბაზა სრულყოფილი სახით.აღნიშნულიდან გამომდინარე, პროექტი ითვალისწინებს 1970-იან წლებში მოწყობილი იატაკის დემონტაჟს არქეოლოგიური ზედამხედველობის პირობებში და ახალი, ღია ფერის ქვით იატაკის მოწყობას ტრადიციული ქართული წყობის გამოყენებით. ამასთან, არსებული იატაკის ნიშნული დაიწევა რამდენიმე სანტიმეტრით, რაც უზრუნველყოფს გამოვლენილი სვეტებისა და პილასტრების პროპორციების სრულფასოვან აღქმას.გვიანდელი ბეტონისა და ბაზალტის ფენების მოხსნის პროცესში, ტექნოლოგიური აუცილებლობიდან გამომდინარე, გარკვეულ, ძნელად მოსახსნელ ადგილებში, გამოყენებულია შესაბამისი მექანიკური საბურღ-სატეხი საშუალება, რაც დასაშვებია პროფესიული პრაქტიკის ფარგლებში, რომელიც არ უქმნის საფრთხეს ძეგლის კონსტრუქციულ მდგრადობასა და არ იწვევს მის დაზიანებას.სამუშაოები მიმდინარეობს არქეოლოგისა და დარგის შესაბამისი სპეციალისტების მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ, პროცესის თითოეული ეტაპის დოკუმენტირებითა და კონტროლით,” — ნათქვამია განცხადებაში.
მომხდარს სოციალურ ქსელში საქართველოს კულტურის ყოფილი მინისტრი, ნიკოლოზ ვაჩეიშვილიც გამოეხმაურა, რომელმაც ყურადღება სამუშაოების გამჭვირვალობაზე გაამახვილა.
“ისეთებს ვართ მიჩვეული (ყინწვისი მაგალითად), რომ აღშფოთება კარგია.ბოლნისის იატაკი — შავი ბაზალტი, დაგებულია, მე-20 საუკუნის 70 იან წლებში. მისი შეცვლა შეიძლება, არც თუ ლამაზი და მისადაგებული იყო.მაგრამ რატომ ცვლიან (კარგ მდგომარეობაში იყო) და რას დააგებენ სანაცვლოდ? ესაა მთავარი. სამუშაო ყოფილა ოფიციალური ნებართვით.სასურველია უწყებამ, რომელიც ამ საქმეს კურირებს, საზოგადოებას განუმარტოს მიზეზები, რატომ ხდება გამოცვლა, რით იცვლება ძველი. თავისი დასაბუთებით. პროექტის ესკიზით. დანარჩენი მერე ვილაპარაკოთ”, — წერს ნიკოლოზ ვაჩეიშვილი.
საკითხი კრიტიკულად შეაფასა და გამოქვეყნებულ ვიდეოს გამოეხმაურა ხელოვნებათმცოდნე, თამარა ამაშუკელიც.
“ბოლნისის სიონი! კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო, აქ რა ხდება?მსოფლიო სულ უფრო ხშირად იყენებს ისტორიული ძეგლების დაცვის პრევენციულ მეთოდებს, რის საშუალებასაც თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევები იძლევა. ამის საუკეთესო მაგალითია HBIM სისტემა — ძეგლის ციფრული მოდელი, რომელსაც თავად ობიექტზე დამონტაჟებული 1000-მდე სენსორი უწყვეტ რეჟიმში აწვდის ინფორმაციას.მონაცემთა გადაცემა: ძეგლზე განთავსებული სენსორები მუდმივად ზომავენ ტრანსპორტის, მეტროსა და სეისმურ ვიბრაციებს, რაც მომენტალურად აისახება 3D მოდელზე.სტრუქტურული ანალიზი: ალგორითმები აკონტროლებენ ბზარების დინამიკასა და კედლების დახრილობას, რითაც წინასწარ ვლინდება კონსტრუქციის “სუსტი წერტილები”.პრევენციული რეაგირება: მიღებული მონაცემები საშუალებას იძლევა, ჩატარდეს წერტილოვანი გამაგრებითი სამუშაოები მანამ, სანამ დაზიანება კრიტიკულ ზღვარს მიაღწევს.ეს ვიდეო გუშინ არის გადაღებული (გუშინ მომაწოდეს). კადრებში ჩანს V საუკუნის ქართული სასულიერო არქიტექტურის საეტაპო ძეგლი, ბოლნისის სიონი. ველურები ვართ, ნამდვილი ველურები!სავარაუდოდ, კულტურის სამინისტრო და შესაბამისი სააგენტო კვლავ იტყვიან, რომ ამის შესახებ არაფერი იცოდნენ, ზუსტად ისე, როგორც ყინწვისში “მეტლახის” დაგებისას მოხდა. ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან “ფლირტით” უდგათ სული.ხელისუფლებისთვის საპატრიარქოსთან დაპირისპირება არაფრად ღირს — მათთვის მთავარი სკამია, რომლის შენარჩუნებისთვისაც ეკლესიასთან ლოიალობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. დანარჩენი კი, მათ შორის ჩვენი კულტურული მემკვიდრეობაც, წყალსაც წაუღია”, — დაწერა მან და ვიდეო გამოაქვეყნა.
ცნობისთვის, გუშინ, 20 აპრილს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ ყრიან იატაკს მე-5 საუკუნით დათარიღებული ბოლნისის სიონის ტაძარში ბურღის გამოყენებით.
კომენტარები
გადახედვა
კნავილის და ყეფის იმიტაციის გამო ავიაპილოტების მიმართ გამოძიება დაიწყო
9 წუთის წინ
კნავილის და ყეფის იმიტაციის გამო ავიაპილოტების მიმართ გამოძიება დაიწყო
გადახედვა
: “დიუშენის განკურნებაზე პრეტენზიის მქონე მედიკამენტი დღეს მსოფლიოში არ არსებობს”
38 წუთის წინ
: “დიუშენის განკურნებაზე პრეტენზიის მქონე მედიკამენტი დღეს მსოფლიოში არ არსებობს”
ქვიზი: გამოიცანი ქართული ფილმი ერთი კადრით (რთული ვერსია)
54 წუთის წინ
ქვიზი: გამოიცანი ქართული ფილმი ერთი კადრით (რთული ვერსია)
არქი #1 დეველოპერული საქართველოში ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის ოქროს სპონსორია
ერთი საათის წინ
არქი #1 დეველოპერული საქართველოში ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის ოქროს სპონსორია
გადახედვა
კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო: სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული შესაბამისი ნებართვის საფუძველზე
ერთი საათის წინ
კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო: სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული შესაბამისი ნებართვის საფუძველზე
ციფრული ტრანსფორმაციის პრაქტიკული შედეგები: როგორ ცვლის ჰოლდინგი იურიდიულ პროცესებს Lawformer-თან პარტნიორობით
ერთი საათის წინ
ციფრული ტრანსფორმაციის პრაქტიკული შედეგები: როგორ ცვლის იურიდიულ პროცესებს Lawformer-თან პარტნიორობით
როგორ ეხმარება კონტენტ კრეატორს შემოქმედებით პროცესში
2 საათის წინ
როგორ ეხმარება კონტენტ კრეატორს შემოქმედებით პროცესში
მთა ხარ შენ — გარდასახვა თვითსაბოტაჟიდან თვითფლობამდე
2 საათის წინ
მთა ხარ შენ — გარდასახვა თვითსაბოტაჟიდან თვითფლობამდე
გადახედვა
მეცნიერებმა ქარვაში 35 მილიონი წლის წინ გაქვავებული უცნაური ობობასნაირი აღმოაჩინეს
14 საათის წინ
მეცნიერებმა ქარვაში 35 მილიონი წლის წინ გაქვავებული უცნაური ობობასნაირი აღმოაჩინეს
გადახედვა
შექმნეს ბატარეა, რომელიც ელექტრომობილს 9 წუთში 90%-ით ტენის
17 საათის წინ
შექმნეს ბატარეა, რომელიც ელექტრომობილს 9 წუთში 90%-ით ტენის
გადახედვა
შექმნეს ცხვირის სპრეი, რომელმაც თაგვებში ტვინის დაბერება უკუაქცია
19 საათის წინ
შექმნეს ცხვირის სპრეი, რომელმაც თაგვებში ტვინის დაბერება უკუაქცია
გადახედვა
ალექს საპირი: დიდი პატივია, რომ ავაშენებ Trump Tower-ს იმ ქვეყანაში, სადაც ჩემი მშობლები დაიბადნენ და გაიზარდნენ
20 აპრილი, 14:07
ალექს საპირი: დიდი პატივია, რომ ავაშენებ Trump Tower-ს იმ ქვეყანაში, სადაც ჩემი მშობლები დაიბადნენ და გაიზარდნენ
გადახედვა
ირაკლი რუმენ რადევს ბულგარეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
20 აპრილი, 14:02
რუმენ რადევს ბულგარეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
გადახედვა
ბულგარეთის საპარლამენტო არჩევნებში ექსპრეზიდენტ რუმენ რადევის პარტიამ გაიმარჯვა
20 აპრილი, 13:47
ბულგარეთის საპარლამენტო არჩევნებში ექსპრეზიდენტ რუმენ რადევის პარტიამ გაიმარჯვა
Tegeta Comfort — დაზოგე დრო და შეაკეთე ავტომობილი სერვისცენტრში ვიზიტის გარეშე
20 აპრილი, 13:38
Tegeta Comfort — დაზოგე დრო და შეაკეთე ავტომობილი სერვისცენტრში ვიზიტის გარეშე
ქარჩხაძის გამომცემლობა თბილისის წიგნის ბაზრობაზე
20 აპრილი, 13:27
ქარჩხაძის გამომცემლობა თბილისის წიგნის ბაზრობაზე
იუპიტერის სინანული და ჯემალ ქარჩხაძის სხვა მოთხრობების ახალი კრებული
20 აპრილი, 13:15
იუპიტერის სინანული და ჯემალ ქარჩხაძის სხვა მოთხრობების ახალი კრებული
გადახედვა
ახლა, როცა დიქტატორი უკვე ღიად აპირებს თავისი შვილის პრემიერად დანიშვნას და დინასტიური მმართველობის ჩაბეტონებას, რა დროს წარსულის გარჩევებია?
20 აპრილი, 13:04
ახლა, როცა დიქტატორი უკვე ღიად აპირებს თავისი შვილის პრემიერად დანიშვნას და დინასტიური მმართველობის ჩაბეტონებას, რა დროს წარსულის გარჩევებია?
გადახედვა
სოსო ფხაკაძე: Trump Tower ხელს შეუწყობს ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას პრემიუმ უძრავი ქონების გლობალურ ბაზარზე
20 აპრილი, 12:41
სოსო ფხაკაძე: Trump Tower ხელს შეუწყობს ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას პრემიუმ უძრავი ქონების გლობალურ ბაზარზე
გადახედვა
Blue Origin-მა გამოყენებული რაკეტა ხელახლა გაუშვა და უკან წარმატებით დააბრუნა — ნახეთ
20 აპრილი, 12:29
Blue Origin-მა გამოყენებული რაკეტა ხელახლა გაუშვა და უკან წარმატებით დააბრუნა — ნახეთ
გადახედვა
ვინ და სად აშენებს Trump Tower-ს? — რა ვიცით პროექტზე
20 აპრილი, 12:23
ვინ და სად აშენებს Trump Tower-ს? — რა ვიცით პროექტზე
კვირის ტოპ-5
თურქეთში სკოლებზე თავდასხმის საქმეზე 67 პირი დააკავეს386 ნახვა
ალექს საპირი: დიდი პატივია, რომ ავაშენებ Trump Tower-ს იმ ქვეყანაში, სადაც ჩემი მშობლები დაიბადნენ და გაიზარდნენ356 ნახვა
თურქეთის სკოლაში 14 წლის მოზარდმა 9 ადამიანი მოკლა320 ნახვა
მოქალაქეებისთვის, ძირითადად პენსიონერებისთვის, ₾125 000-ის გამოძალვისთვის 2 პირი დააკავეს289 ნახვა
ლევან სანიკიძე: კი ცოტნე, მამაშენის დავალებით სცემდნენ ახალგაზრდებს საკუთარ სადარბაზოებთან, ამიტომ, მოდი დისკუსია საკუთარ სახლში გახსენი285 ნახვა
გირჩევთ
გადახედვა
პოლიტიკა
საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა პარტიების აკრძალვის სარჩელისთვის ხელმოწერების ნამდვილობა დაადასტურა
საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა პარტიების აკრძალვის სარჩელისთვის ხელმოწერების ნამდვილობა დაადასტურა
გადახედვა

ფეისბუქსა და ლინკდინზე 10-დან 9 ინგლისური პოსტი AI-ის დაწერილია — კვლევა
ფეისბუქსა და ლინკდინზე 10-დან 9 ინგლისური პოსტი AI-ის დაწერილია — კვლევა
გადახედვა

ზაქარია გვიშიანი: რეგისტრირებულ მედიკამენტზე ახლა იმის საუბარი, ეს ბავშვებს ხომ არ დააზიანებს, აბსურდულია
ზაქარია გვიშიანი: რეგისტრირებულ მედიკამენტზე ახლა იმის საუბარი, ეს ბავშვებს ხომ არ დააზიანებს, აბსურდულია
გადახედვა
პოლიტიკა
ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დიუშენის სამკურნალო პრეპარატი რისკის შემცველია
ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დიუშენის სამკურნალო პრეპარატი რისკის შემცველია
გადახედვა
პოლიტიკა
იმ პოლიტიკით, რომელსაც “ქართული ოცნება” ახორციელებს, ქვეყანაში გვაქვს მშვიდობა, შესაბამისად, მშვიდობას მოაქვს ინვესტიციები — კალაძე Trump Tower-ის პროექტზე
იმ პოლიტიკით, რომელსაც “ქართული ოცნება” ახორციელებს, ქვეყანაში გვაქვს მშვიდობა, შესაბამისად, მშვიდობას მოაქვს ინვესტიციები — კალაძე Trump Tower-ის პროექტზე
გადახედვა
მსოფლიო
ადასტურებს, რომ ირანი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე თავდასხმას გეგმავდა
ადასტურებს, რომ ირანი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე თავდასხმას გეგმავდა
გადახედვა
მსოფლიო
-ში კაცმა 8 ბავშვი მოკლა, მათგან 7 საკუთარი შვილი იყო
აშშ-ში კაცმა 8 ბავშვი მოკლა, მათგან 7 საკუთარი შვილი იყო
გადახედვა
სკოლა
მოძრაობა “ხმა” უფასო სასკოლო კვების დასანერგად ხელმოწერების შეგროვებას იწყებს
მოძრაობა “ხმა” უფასო სასკოლო კვების დასანერგად ხელმოწერების შეგროვებას იწყებს
ცხოვრების სტილი
რატომ ვგრძნობთ ფიზიკურ სიმსუბუქეს ტირილის შემდეგ?
რატომ ვგრძნობთ ფიზიკურ სიმსუბუქეს ტირილის შემდეგ?
გადახედვა
კონფლიქტები
მარნეულში პოლიციამ ბრალდებულის სახით 25 წლის კაცი დააკავა, რომელმაც მეზობელი ცივი იარაღით დაჭრა
მარნეულში პოლიციამ ბრალდებულის სახით 25 წლის კაცი დააკავა, რომელმაც მეზობელი ცივი იარაღით დაჭრა
ახლა კითხულობენ
გადახედვა
საია-მ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში დემონსტრანტების სისტემური წამების შემთხვევებზე სტრასბურგის სასამართლოში საჩივარი წარადგინა
20 აპრილი, 10:21
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივარი წარადგინა, რომელიც…
10 წელიწადში AI ტიმოთი შალამეს პროფესიას აითვისებს, თუმცა ბალეტს ვერ ჩაანაცვლებს — შარლიზ ტერონი
ჩინეთში დისიდენტი ხელოვანი მაო ძედუნის სატირული ქანდაკებების გამო გაასამართლეს
აცხადებს, რომ ასაკრძალი პარტიების სიას “ფედერალისტებიც” დაემატება
ძალადობამ ჩამოაყალიბა შარლიზ ტერონი, მაგრამ არ განსაზღვრავს მას — ინტერვიუ