კულტურის სამინისტრო: განათების აპარატურა შეძენილ იქნა რუსთაველის ეროვნული თეატრის მუდმივი საჭიროებებისთვის

კულტურის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
სამინისტრო ეხმაურება რობერტ სტურუას სპექტაკლ “ვეფხისტყაოსნისთვის” განათების ძვირადღირებული აპარატურის შეძენასთან დაკავშირებულ ინფორმაციას,რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა.
გვსურს, გამოვეხმაუროთ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს კულტურის სამინისტრომ რობერტ სტურუას სპექტაკლ “ვეფხისტყაოსნისთვის” განათების ძვირადღირებული აპარატურა შეიძინა.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობას. განათების აპარატურა შეძენილ იქნა რუსთაველის ეროვნული თეატრის მუდმივი საჭიროებებისთვის და არა ერთი კონკრეტული სპექტაკლისთვის.
რუსთაველის ეროვნული თეატრი უდიდესი ტრადიციების მქონე კულტურის კერაა და იმისთვის, რომ მომავალშიც პასუხობდეს ყველა მოთხოვნას, მას სჭირდება თანამედროვე აღჭურვილობა.
შესაბამისად, სრულიად გაუგებარი და მიუღებელია მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელება, რაც რუსთაველის თეატრის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება