ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კულტურის სამინისტროსთან აქცია-პერფორმანსი გაიმართა

საქართველოს კულტურის სამინისტროსთან მოძრაობამ „ქართული კინო საფრთხეშია” აქცია-პერფორმანსი გამართა.
სამინისტროსთან შეკრებილები ბერლინის 74-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე კინო-ბაზრობაზე 32-წევრიანი დელეგაციის გამგზავრებას აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ეროვნული კინოცენტრის საბიუჯეტო თანხები არამიზნობრივად იხარჯება და საერთაშორისო ფესტივალზე არაკომპეტენტური და ხელისუფლებისადმი ლოიალური ადამიანები მიემგზავრებიან.
„ქვეყანაში, სადაც ოჯახებს ყოველდღიურად ასახლებენ უკანასკნელი საცხოვრებლიდან, სადაც ბავშვებს ღია ცის ქვეშ დარჩენისთვის იმეტებენ, კულტურის სამინისტრო და კინოცენტრი საბიუჯეტო თანხებს ფლანგავს პარტიის მორჩილი და არაკომპეტენტური ადამიანების ვოიაჟებისთვის.
კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მინისტრმა თეა წულუკიანმა ეროვნული კინოცენტრი გადააქცია ნეპოტიზმისა და არაკომპეტენტურობის ბუდედ.
სადაც არ უნდა წავიდეს მინისტრი, ყველგან მოვთხოვთ პასუხს კინოცენტრისა და მთლიანად ეროვნული კულტურის ჩამოშლის გამო“, - ნათქვამია აქციის ორგანიზატორების განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.