კულტურისა და სპორტის მინისტრად თინათინ რუხაძე დაინიშნა

კულტურის და სპორტის მინისტრად თინათინ რუხაძე დაინიშნა, რომელმაც თეა წულუკიანი შეცვალა. თეა წულუკიანის მიერ თანამდებობის დატოვება უკავშირდება მის გადანაცვლებას “ქართული ოცნების” მომავალ საპარლამენტო სიაში.
რაც ეხება თინათინ რუხაძეს, ის დღევანდელ დღემდე მოსწავლე – ახალგაზრდობის სასახლის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მუშაობდა.
გარდა ამისა, აქამდე, კულტურის სამინისტრო აერთიანებდა ახალგაზრდობის სამინისტროსაც, თუმცა, დღეიდან ეს უწყება გამოიყო ცალკე სამინისტროდ და მას შალვა გოგოლაძე უხელმძღვანელებს.
სამინისტროს გაყოფამდე, შალვა გოგოლაძე კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას დაიკავებს და მისი საკურატორო სფერო სპორტი იქნება.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ჩიხელიძე ირაკლი აბესაძის განცხადებაზე: თურმე თბილისში მეტროს არსებობა და საცობები 2-მილიარდიანი ინვესტიციის ცუდ ამბად ქცევისთვის საკმარისი მიზეზია, მაშინ, როცა რეალობა ახალი სამუშაო ადგილები და საერთაშორისო ბრენდის შემოსვლაა

ერიკ ტრამპი: ბატონ პრემიერ-მინისტრს ძალიან დიდი მადლობა გულთბილი სიტყვებისთვის და დიდი მადლობა ეკონომიკის მინისტრს, თქვენ მართლაც წარმოუდგენლად დიდ საქმეს აკეთებთ, იმიტომ, რომ ეკონომიკური შედეგები ყველაფერზე თავისთავად მეტყველებს