არქივი9 იანვარი 2024, 19:26
კუბილიუსი ივანიშვილზე: რაღაც ძალიან ცუდი ხდება მმართველ გუნდში
ბიძინა ყოველთვის იყო არაფორმალური მმართველი. სწორედ ის მართავდა იმ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც ქართული ოცნება იღებდა. ამ მხრივ არაფერი იცვლება. მთავარი კითხვა - რატომ ახლა. ჩემი დასკვნაა, რომ რაღაც ძალიან ცუდი ხდება მმართველ გუნდში. სწორედ ამიტომაც, პარტიის ბოსი, რომელიც ჩრდილში იდგა, ახლა გამოვიდა და თქვა - მე ვიღებ ყველანაირ პასუხისმგებლობას. არჩევნები მოდის და როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილი გრძნობს, რომ ქართული ოცნებისათვის არჩევნები არ იქნება ისეთი წარმატებული როგორიც მას სურს.
არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 იანვარი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.