არქივი8 იანვარი, 2025, 11:39
კუბაში, იარაღის საწყობში მომხდარი აფეთქების შემდეგ 13 სამხედროს ეძებენ

კუბაში, იარაღის საწყობში მომხდარი აფეთქების შემდეგ 13 სამხედროს ეძებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი კუბის შეიარაღებულ ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
კუბის შეიარაღებული ძალების ცნობით, 4 ოფიცერი და 9 ჯარისკაცი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
აფეთქება ოლგინის პროვინციის ქალაქ მელონესში მდებარე იარაღის საწყობში მოხდა.
მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.